თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 14 წლის არასრულწლოვნის ცემისთვის, პოპულარულ ქართველ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ უსწორდება ვიბლიანი ფიზიკურად არასრულწლოვანს თავისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ.
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენს ნერვებმა მას შემდეგ უმტყუნა, რაც მოზარდმა მას ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშვნა მისცა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.