მცხეთა-მთიანეთში ნარკოდანაშაულისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „,მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
30 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა მამაკაცის პირადი და მისი ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „,მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.