თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ 2025 წლის 23 სექტემბრიდან თბილისსა და კრასნოდარს შორის ავიარეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
კურორტულ ქალაქებს შორის ფრენა კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. თვითმფრინავი კრასნოდარიდან (პაშკოვსკის აეროპორტი) ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გამოფრინდება, მგზავრობის დრო 1,5 საათი იქნება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე.
ავიაკომპანია „აზიმუტი“ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენებს მოსკოვიდან, სოჭიდან, მინვოდიდან, უფადან, სანკტ-პეტერბურგიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან და ნოვოსიბირსკიდან 2023 წლიდან ასრულებს.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.