მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოდან ფრონტზე 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. მათი ნახევარი შინ არ დაბრუნებულა - ისინი ბრძოლებში, ტყვეობასა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ.
დაღუპულ გმირებს საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით მიაგებდნენ პატივს, თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში არის სამხედრო სასაფლაოები, მემორიალები და ძეგლები. დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკს - ვაკის პარკს, გამარჯვების პარკის სახელით მოიხსენიებენ.
თუმცა, ბოლო წლებში დაღუპულთა მემორიალი მიტოვებულია - პარკის რეაბილიტაციის დროს ეს ნაწილი არ გარემონტებულა. ერთ დროს თბილისში სახლების კედლებზე სვასტიკის გამოსახულებაც კი გაჩნდა.
მაგრამ ბოლო დროს სხვა ტენდენცია შეინიშნება - გამოჩნდა წარწერები „არა ნაციზმს:1941-1945". თუმცა, ქალაქში სახლების კედლებიდან სვასტიკა გაქრა, იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ თაობებს ემახსოვრებათ საკიუთარი სიცოცხლის ფასად თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს წინაპრებმა ფაშიზმთან ბრძოლაში.