თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 40 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულ ი.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატი - ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.