თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის წინასწარ დაჯავშნის სისტემა 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება, იუწყება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
„ზემო ლარსზე" საცობების და გზებზე გადატვირთულობის შემცირების მიზნით, რიგის წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით მძღოლებს საშუალება ეძლევათ წინმსწრებად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოძრაობის პროცესში დაარეზერვონ საზღვრის გადაკვეთის თარიღი და დრო.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის კვეთის ელექტრონული რიგის მართვას კოორდინაციას გაუწევს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი Росгранстрой. თარიღისა და დროის დაჯავშნა განხორციელდება ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პორტალის (ГИС ЭПД) მეშვეობით.
აღნიშნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე რიგების რისკის მინიმიზაციის მიზნით, უმჯობესია მძღოლებმა 1-ელ ოქტომბრამდე ГИС ЭПД-ის პორტალზე პირადი ანგარიშები და სატრანსპორტო საშუალების ბარათები დაარეგისტრირონ.
სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ სლოტის მიღება შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის სპეციალურ პუნქტებში, რომლებიც მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: R-217 კავკასია, 498-ე კილომეტრი, არხონსკოეს გზატკეცილი, მე-8 კმ (Р-217 Кавказ, 498-й километр, Архонское шоссе, 8-й км),
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.