თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
32 და 35 წლის მამაკაცებს საგამოძიებო უწყება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად და ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.