თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 2025 წლის 18 მაისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა, 137-ე მუხლით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.