თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით გორში 50 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია გორში ერთ-ერთი სუპერმარკეტის სადგომზე გაჩერებულ ავტომობილში და მასში არსებულ 18,920 დოლარი მიითვისა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხა სრულად ნივთმტკიცების ამოიღეს.
გამოძიება სსკ--ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.