აღლუმში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ, წარმოდგენილი იყო თითქმის 500 ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა
პეკინის ტიანანმენის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ისტორიის გაკვეთილების გახსენება და ურთიერთობების თანასწორობის საფუძველზე აშენება. მისი თქმით, „ჩინელი ერის აღორძინება შეუჩერებელია“, მსოფლიოს ქვეყნებმა კი „ომების გამომწვევი მიზეზები უნდა აღმოფხვრან და ისტორიული ტრაგედიების განმეორება არ დაუშვან“.
წლევანდელ აღლუმზე წარმოდგენილი იყო დყველაზე დიდი გაერთიანებული სამხედრო ორკესტრი, 1000-ზე მეტი წევრით. ჩინეთმა წარმოადგინა ახალი თაობის იარაღის ფართო სპექტრი, მათ შორის ტანკები, მეოთხე თაობის თვითმფრინავები და გამანადგურებლები, უპილოტო ინტელექტუალური და დრონების საწინააღმდეგო აპარატები და მოწინავე რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითი.