თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი იყო

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი".
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში მაღაზიები და საწყობებია განთავსებული. პირველადი ვერსიით, ადგილზე ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართავობის გამო გაჩნდა. ცეცხლი გვერდით მდებარე შენობაზეც გადავიდა. დამწვარია ათობით მაღაზია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და ათობით მეხანძრე-მაშველი ადგილზე 4 საათის განმავლობაში მუშაობდა.