თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი გერმანიაში შვიდჯერ გაიზარდა, რაც არაჩვეულებრივ პროგრესია, განაცხადეს საქართველოში გერმანიის საელჩოში.
როგორც გერმანელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, გერმანელ და ქართველ ხალხს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან. მათ შორისაა ღვინისადმი სიყვარული.
„2024 წელს საქართველოდან გერმანიაში 1,28 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ეს დაახლოებით 6 მილონი ჭიქა ღვინოა! ამით ბოლო ათი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი შვიდჯერ გაიზარდა. მივესალმებით ამ არაჩვეულებრივ პროგრესს!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველომ გერმანიაში 3,35 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა.
მხოლოდ შვიდ თვეში საქართველოდან 144,8 მილიონი დოლარის ღირებულების 49,5 ათასი ტონა ღვინო გავიდა.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან: თურქეთი, აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, ყაზახეთი, გაერთიანებული სამეფო და სომხეთი.