თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ამასთან, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.