თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა მდინარე სუფსაში (გურიის რეგიონი) 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, იტყობინება ტელეარხი „რუსთავი 2“.
მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეზე ისვენებდა. თვითმხილველების თქმით, ის მოულოდნელად დინებამ გაიტაცა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.