დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებისთვის აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში გაასაღა საერთო ჯამში 7,4 ათასი აშშ დოლარის ოდენობის 74 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა.
უწყების ცნობით, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.