ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, „საქართველოს რაგბის კავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება.