ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურმა კალაძეს „ყველა გაგებით გამარჯვებული“ უწოდა - სპორტში, პოლიტიკასა და პატრიოტიზმში.
გამარჯვების შემთხვევაში თბილისის ისტორიაში კალაძე გახდება პირველი მერი, რომელიც თანამდებობას ზედიზედ მესამე ვადით დაიკავებს. კალაძე თბილისის მერი პირველად 2017 წელს გახდა, მეორედ - 2021 წელს.