თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პაკისტანის მოქალაქე დააკავეს

22 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში პაკისტანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
22 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 44 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი" და „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.