თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის ორ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 28 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველომ საანგარიშო პერიოდში ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 8 უცხოელს – რუსეთის მოქალაქეს, თურქეთის ექვს მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ორ პირს.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 19-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა თურქეთის ორი, რუსეთის ორი, უკრაინის 13 მოქალაქე, ორმაგი მოქალაქეობის ერთი და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ერთი პირი.
ექვს თვეში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 670 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი თურქთის, ირანის და პაკისტანის მოქალაქეებზე მოდის.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 727-მა უცხოელმა.
ძირითადად ესენი არიან თურქეთის, უკრაინის, ირანის, ინდოეთის, პაკისტანისა და რუსეთის მოქალაქეები.