პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი, მათ შორის, ბელარუსის მოქალაქე დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ოთხივე დაკავებულს, რომელთა შორის ერთი ბელარუსის 18 წლის მოქალაქეა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღების მომზადებასა და გასაღების მცდელობას ედავება. დაკავებულთა შორის ორი წარსულში ნასამართლევი პირია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა პვპ“, „ამფეტამინი“და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 19-260-ე ტერცია,18-260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს