თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქვეყნების თანამშრომლობა BRICS-ის ფარგლებში არასდროს ყოფილა და არც იქნება მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„ისეთი გაერთიანების უნიკალურობა, როგორიცაა BRICS-ი, ისაა, რომ ეს არის იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ საერთო მიდგომებსა და საერთო თვალსაზრისს იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს თანამშრომლობა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. და ეს ურთიერთქმედება BRICS-ის ფარგლებში არასდროს ყოფილა და არც იქნება მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“, — აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დამატებით 10%-იან ტარიფებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს.
ტრამპის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, რომლის თქმითაც, „ბრიქსი“ არ არის ჩართული ბლოკურ კონფრონტაციაში და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.
BRICS სამიტი 6-7 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში ტარდება. 2024 წლიდან BRICS-ი, დამფუძნებელი ქვეყნების გარდა, მოიცავს ეგვიპტეს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ეთიოპიას, ირანს. ხოლო 2025 წლის იანვრიდან ასევე ინდონეზიას. პარტნიორების სტატუსით ბლოკთან თანამშრომლობენ: ბელორუსი, ბოლივია, კუბა, ყაზახეთი, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, უგანდა, უზბეკეთი და ვიეტნამი.