თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „დროა“ განაცხადა ფინანსური პრობლემების შესახებ, რაც ხელს უშლის პარტიას მუშაობაში, განაცხადა პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
„დროა“ თვითდაფინანსებაზეა და არ იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას, რადგან უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრიდან „დროა“-სთვის გაღებული შემოწირულობები 13.040 ლარს შეადგენს. პარტიას არ აქვს ოფისი ან სხვა ქონება.
შედარებისთვის: ამ პერიოდისთვის პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოწირულობების საერთო რაოდენობამ 121,8 ათასი ლარი შეადგინა, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ - 385,1 ათასი ლარი, ხოლო პარტია „ახალისთის“- 190,8 ათასი ლარი.
რაც შეეხება მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, მისმა შემოწირულობებმა მხოლოდ ივნისში 1,5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
როგორ ფინანსდება პარტიები საქართველოში
საქართველოში პარტიები ფინანსდებიან მხოლოდ პარტიული შენატანებით, შემოწირულობებით და სახელმწიფოსგან, თუ პარტიას ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში.
საქართველოში პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, იურიდიული პირებისგან ან გაერთიანებებისგან, ასევე სუბიექტებისგან, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ასევე იკრძალება ანონიმური შემოწირულობა.