პასუხისმგებლობა და ზრუნვა: როგორ იცავენ შინაური ცხოველების უფლებებს საქართველოში - ვიდეო

საქართველოში შინაური ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 8-დან 100 ლარამდე მერყეობს. რეგისტრაციის არარსებობა ახალი კანონით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ჯარიმის ოდენობა გარემოებების მიხედვით განსხვავებულია
Sputnik
პატრონი დაჯარიმდება თუ ცხოველს არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია და სტერილიზაცია, არ აქვს ჩიპი და არ აქვს შექმნილი არსებობისთვის მინიმალური პირობები. სახელმწიფომ ეს ზომები მიიღო იმისათვის, რომ მოქალაქეები უფრო პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი გახდნენ შინაური ცხოველების მიმართ.
ახალი კანონის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა შინაური ცხოველების ქუჩაში მიტოვება - ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 5 ათას ლარს, იურიდიული პირისთვის - 10 ათას ლარს შეადგენს. პატრონი, თუ მას სურს თავისი შინაური ცხოველისგან თავის დაღწევა, ვალდებულია მისთვის ახალი პატრონი იპოვოს ან ოფიციალურად თავშესაფარში გადაიყვანოს.
ასევე გადაწყდა, რომ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად შეამოწმებენ პატრონებს, თუ როგორ უვლიან თავიანთ შინაურ ცხოველებს. პირი, რომელსაც ჰყავს შინაური ცხოველი - ძაღლი ან კატა - ვალდებულია „დაჩიპოს“, სტერილიზაცია და ვაქცინაცია ჩაუტაროს მას.
შინაური ცხოველის დარეგისტრირება შესაძლებელია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, გურამიშვილის გამზირი №70 (ჩიხი 5) ან ვეტერინარულ კლინიკაში, რომელიც დაკავშირებულია ერთიან მონაცემთა ბაზასთან და რეგისტრაციის მონაცემებს უგზავნის სააგენტოს.