პოლიციამ თურქეთის მოქალაქეს ავტომობილში დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი— Sputnik. საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა, რომელთაგანაც ერთ ერთი თურქეთის მოქალაქეა.
38 წლის თურქეთის მოქალაქეს და 31 წლის წარსულში ნასამართლევ მამაკაცს, რომლებიც თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს დააკავეს, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვის ფაქტებს ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თურქეთის მოქალაქის ავტომობილიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ".
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის, 31 წლის მამაკაცის პირადი, საცხოვრებელი ბინის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", დიდი ოდენობით მცენარე "კანაფი", "მარიხუანა" და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 18-260 -ე ტერცია მუხლით, 19-260-ე ტერცია მუხლით, 265-ე მუხლით, 273-ე პრიმა მუხლითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.