თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ისანში კაცმა მეზობელი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ბრალდებულს დაზიანებები აღენიშნება და ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება პარკინგის ადგილის გამო დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.