თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციამ თბილისის ცენტრში მომხდარი დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
40 წლის მამაკაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 43 წლის მამაკაცი მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავეს. დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.