პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

35 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
35 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შემდეგ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.
პოლიციამ ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ექვს შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 18-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.