თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 456,9 მლნ ლარით, ანუ 0,71%-ით გაიზარდა და 1-ელი ივნისისთვის 64,67 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 508,92 მილიონი ლარით, ანუ 1,4%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 52,02 მილიარდი ლარით, ანუ 0,19%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მაისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,95%-ით ნაკლებია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 18,48 მლრდ ლარი შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებელზე 0,46%-ით მეტია.
2025 წლის მაისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,25%-ით, ანუ 412,52 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, 33,31 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 57,13% შეადგინა, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1 მაისის მაჩვენებელზე.
მაისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.