თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ UFC-მ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, რომლის სამეულში ორი ქართველი მებრძოლია – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.
ორგანიზაციამ მებრძოლთა რეიტინგი მძიმე წონის ჩემპიონის, ჯონ ჯონსის სპორტიდან წასვლის შემდეგ განაახლა.
რეიტინგის ლიდერი მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეორეა, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის ყოფილი მფლობელი ილია თოფურია – მესამე.
დვალიშვილმა 8 ივნისს ქამარი მეორედ დაიცვა, მან შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, ხოლო თოფურია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) თავის საჩემპიონო ბრძოლას 29 ივნისს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან გამართავს.
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):
1.
ისლამ მახაჩევი2.
მერაბ დვალიშვილი3.
ილია თოფურია4.
დრიკუს დუ პლესი5.
მაგომედ ანკალაევი6.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი7.
ჯეკ დელა მადალენა8.
ტომ ასპინალი9.
ალექსანდერ პანტოჟა10.
ალექს პერეირა11.
მაქს ჰოლოუეი12.
ბელალ მუჰამედი13.
ჩარლზ ოლივეირა14.
არმან ცარუკიანი15.
ხამზატ ჩიმაევი.მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას გარდა, UFC-ში არაერთი ქართველი მებრძოლი წარმატებით ასპარეზობს. ესენი არიან გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე, ლიანა ჯოჯუა.