ბათუმში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი მონაცემები

2024 წელს ბათუმში 15 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. 2025 წლის აპრილში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7%-ით შემცირდა - გაიყიდან 1.178 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 2,2%-ით და 67 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები შემცირდა 3,9%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28,2%-ით.
2025 წლის აპრილში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9,1%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.201 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 31,3%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.187 დოლარი შეადგინა.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში 15 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 778 მილიონი დოლარი შეადგინა.