ძიუდო: ზაურ დვალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს მამაკაცთა შორის 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაურ დვალაშვილი გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი.
დვალაშვილი მერვედფინალში დომინიკელ მედიქსონ კორტორეალთან დამატებით დროში დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა. ტურნირს მანამდე ეთერ ასკილაშვილი გამოეთიშა.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 81 კგ, ხოლო ქალები — 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.