Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში კვარაცხელიას გადაიღებენ

დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება 2024-2025 წლების სეზონში პარიზული კლუბის შიდა სამზარეულო, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პლატფორმა Netflix-ი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებულის, ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს.
31 მაისს „პარი სენ-ჟერმენი", რომლის შემადგენლობაშიცაა ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება 2024-2025 წლების სეზონში პარიზული კლუბის შიდა სამზარეულო, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
„დოკუმენტური ფილმი „პარი სენ-ჟერმენზე“ შიგნიდან დაგვანახებს კლუბს. ის Netflix-ზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გავა“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ალ-ხელაიფიმ.
სერიალში ნაჩვენები იქნება კლუბის ხელმძღვანელობისა და ლუის ენრიკეს სამწვრთნელო გუნდის მუშაობა.
კვარაცხელია პარიზელებს 2025 წლის იანვარში შეუერთდა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა ძალაში.