თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო და ხაზი გაუსვა დიპლომატიის მნიშვნელობას კონფლიქტის მოსაგვარებლად.
13 ივნისის ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცაჰალმა) ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო სამიზნეებსა და ობიექტებს ანადგურებენ.
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
13 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის თეირანში, რამდენიმე სარაკეტო თავდასხმის განახორციელეს, სადაც, ირანული მედიის ცნობით, რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მოხელე და ბირთვული ფიზიკის მეცნიერი დაიღუპა.
ასევე დაიბომბა ნათანზის ბირთვული ობიექტი, სადაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ირანის ჯარები არიან განლაგებულნი.
ირანის მოქალაქეებისადმი გაგზავნილ მიმართვაში, უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები დანაშაულად შეაფასა და განაცხადა, რომ ისრაელს „მწარე და საშინელი ბედი“ ელის.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ისრაელში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3“ დაიწყო. ორმხრივი დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.