თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა, დაშავდა 2 ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
შემთხვევა გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი სატვირთო ავტომობილსაც დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.