სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა, აბები და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.
ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და ფული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.