საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 28-დან 41 წლამდეა, სამართალდამცველებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალისა" და "ვალეს" დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად უკანონოდ ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს.