თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
შემთხვევა 31 მაისს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.