თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

დაკავებულებს, რომეთა შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დამზადება, გასაღება, გასაღების მომზადება და მცდელობა ედებათ ბრალად.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „მდმა“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკიც 27-დან 42-წლამდეა, დანაშაულის დამტკიცების შენთხვევაში 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიება სსკ-ის 260-ე 18-260-ე ტერცია და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.