თბილისი, 24 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
38 წლის ბრალდებულს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციას ედავება.
უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარდა, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის "კოკაინი", "ალფა-პვპ" და "კლეფედრონი" ამოიღეს.
ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.