თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ვარკეთილში მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
შემთხვევა გუშინ თბილისში, ვარკეთილში მოხდა. უცნობმა პირებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს და ავტოსადგომზე მდგომი 5 ავტომობილი დაამტვრიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.