დოკუმენტი მიღებულ იქნა „მრგვალი მაგიდის“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური მოძრაობებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების წარმომადგენლებმა.
როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ აღნიშნა, სახალხო დიპლომატია უფრო აქტიურად უნდა ამოქმედდეს - სწორედ ხალხმა უნდა მისცეს სახელმწიფოს მანდატი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებისთვის. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეების მიერ რეზოლუციაზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი „ხალხში გადავა“. ფიფიას თქმით, ამით დაინტერესებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად რუსეთთან არიან დაკავშირებული: ტურიზმის, ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ.
სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას აზრით, მნიშვნელოვანია საქართველომ მკაფიოდ განსაზღვროს საკუთარი პოზიცია, რათა ღირსეულად წარმოადგინოს რეგიონი და დაიცვას ქვეყნის ინტერესები.
საქართველოს სოციალისტური მოძრაობის ლიდერმა თემურ ფიფიამ აღნიშნა, რომ რუსეთთან, რეგიონში უახლოეს მეზობელთან და ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან ოფიციალური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, აუცილებელია სიტუაციის შეცვლა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მრგვალი მაგიდა“ მიეძღვნა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილეს. ეს თარიღი იმის შეხსენებაა, თუ როგორ იდგნენ მხარდამხარ ქართველები და რუსები ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე რთულ დროს. ამ ისტორიული ერთიანობის სიმბოლო გახდა გამარჯვების დროშის აღმართვა რაიხსტაგზე - ქართველი მელიტონ ქანთარიასა და რუს მიხეილ იგოროვის მიერ. დღეს, შეხვედრის მონაწილეების აზრით, მნიშვნელოვანია საერთო გამარჯვებით გამყარებული კავშირების შენარჩუნება და განმტკიცება.