ნუცუბიძის პლატოზე კლდე ჩამოიშალა

შემთხვევა ნუცუბიძის პლატოს მეორე მიკრორაიონის მეოთხე კვარტალში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ კლდოვანი ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.
მომხდარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახური.
მთის ფერდობის ჩამოშლა, სავარაუდოდ, დედაქალაქში მოსულმა უხვი ნალექმა გამოიწვია.
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოს მეორე მიკრორაიონის მეოთხე კვარტალში მოხდა.
თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. აღსანიშნავია, რომ ნუცუბიძის პლატოს იგივე ლოკაციაზე მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც მოხდა.