თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე მეექვსედ იასპარეზებს, იუწყება პირველი არხი.
ამჯერად ქართული გუნდი კვიპროსში ითამაშებს, სადაც, მასპინძლების გარდა, იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინათან გამართავს მატჩებს.
ჯგუფის მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს.
პირველ ეტაპზე მატჩები 28 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრება.
ფიბამ საბოლოოდ დაადგინა ევრობასკეტზე მატჩების დაწყების საათები:
ევრობასკეტი 2025. C ჯგუფის კალენდარი
28 აგვისტო
16:00 საქართველო – ესპანეთი
19:15 ბოსნია-ჰერცეგოვინა – კვიპროსი
22:30 საბერძნეთი – იტალია
30 აგვისტო
16:00 იტალია – საქართველო
19:15 კვიპროსი – საბერძნეთი
22:30 ესპანეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა
31 აგვისტო
16:00 საქართველო – საბერძნეთი
19:15 ესპანეთი – კვიპროსი
22:30 ბოსნია-ჰერცეგოვინა – იტალია
2 სექტემბერი
16:00 საბერძნეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა
19:15 კვიპროსი – საქართველო
22:30 იტალია – ესპანეთი
4 სექტემბერი
16:00 ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
19:15 იტალია – კვიპროსი
22:30 ესპანეთი – საბერძნეთი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და მე-12 ადგილი მოიპოვა. 2022 წელს კი ჩეხეთთან იტალიასთან და გერმანიასთან ერთად, ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართა, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.