თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 7 წლის ბავშვი ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, იუწყება „ტვ პირველი“.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში ნაცემი საღორეში ჰყავდათ ჩაკეტილი. ბავშვს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ნაკბენების კვალი.
წინასწარი ინფოემაციით, ბავშვზე დედა და ბებია ძალადობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრი მა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.