ფოსტის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა

საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფოსტის ყოფილი შენობის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსასურში.
შემთხვევა თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა - ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
„ცეცხლი შენობაში არსებულ გამწოვს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, -აღნიშნეს უწყებაში.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია.