თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველასშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში, „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიას და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში", - დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც პრეზიდენტის სამძიმარშია აღნიშნული, პაპი ფრანცისკე დაამახსოვრდებათ როგორც სულიერი ლიდერი, რომელსაც თავმდაბლობა, თანაგრძნობა და გამბედაობა ახასიათებდა - მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ერებსა და სარწმუნოებებს შორის ერთიანობის ურყევი დამცველი.
„მისი მორალური სიცხადე და ურყევი ერთგულება უფრო სამართლიანი და თანამგრძნობი სამყაროს შექმნისადმი თაობებს შთააგონებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რომის პაპად ფრანცისკე 2013 წლის მარტში აირჩიეს. 2020 წლის შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ის სისტემატურ მკურნალობვერმთავსეს, სადაც სასუნთქი გზების დაავადებებზე მკურნალობდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის პირველად საზოგადოებაში 6 აპრილს გამოჩნდა. ბოლოჯერ ხალხთან გავიდა კვირას - მიესალმა მრევლს აივნიდან და მიულოცა აღდგომის დღესასწაული.