თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. ახმეტაში ახალგზარდა მამაკაცი ცედცხლსაროლი იარაღით მოკლეს, იუწყება „ტვ პირველი“.
19 აპრილის ღამეს აჩიკო ჯაბანაშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
ადგილობრივების თქმით, მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მოახერხა თუ არა შსს-მ გაქცეული მკვლელის იდენტიფიცრება და დაკავება, ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.