პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა - ის უკვე ძალაში შევიდა

ცეცხლის შეწყვეტეის შესახებ გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე არის მიღებული
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე სააღდგომო ზავი გამოაცხადა: ის ძალაში იქნება 19 აპრილის მოსკოვის დროით 18:00 საათიდან მოსკოვის დროით 21 აპრილის 00:00 საათამდე.
„ვიხელმძღვანელეთ რა ჰუმანიტარული მოსაზრებებით და დღეს, 18:00 საათიდან ორშაბათის 00:00 საათამდე ჩათვლით, რუსული მხარე აცხადებს სააღდგომო ზავს. ვბრძანებ, ამ პერიოდში ყველა საბრძოლო მოქმედები შეწყდეს“, - განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვარაუდობს, რომ უკრაინა რუსეთის მაგალითს მიჰყვება. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ, რომ მოიგერიონ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესაძლო დარღვევა და პროვოკაციები.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა - თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი გერასიმოვმა სპეცოპერაციის ზონაში მყოფი ყველა შენაერთის მეთაურს ცეცხლის და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მითითება მისცა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შემოღებულია ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაიცავს ზავს კიევის რეჟიმის მიერ მისი ორმხრივი დაცვის შემთხვევაში.