თბილისი, 13აპრილი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის 22 აპრილიდან იმპორტირებულ შაქარზე დროებითი გადასახადი ამოქმედდება, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ შაქარზე გაასახადი 2023 წლის ნოემბერშიც დააწესა, რომელიც 2024 წლის 1-ელ ივლისამდე მოქმედებდა.
დოკუმენტის თანახმად, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტი 1 კილოგრამზე 40 თეთრით დაიბეგრება, ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება.
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზე, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.
დადგენილება 2026 წლის 22 აპრილამდე ძალაში იქნება.