The Machine: მერაბ დვალიშვილი ივნისში ჩემპიონის ქამარს ო'მალისთან ბრძოლაში დაიცავს

დვალიშვილს შერეულ UFC-ში 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 19 მისი გამარჯვებით დასრულდა.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამრის დასაცავად ამერიკელ შონ ო'მალისთან იჩხუბებს, ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაიტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
უაიტის ინფორმაციით, ამერიკელისა და ქართველის ბრძოლა 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისს) ნიუ-ჯერსიში, UFC 316-ის ეგიდით გაიმართება.
მერაბ დვალიშვილი და ო"მალი
დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში შონ ო'მალის დამარცხების შედეგად მოიპოვა, ტიტული კი იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა. მან შერეული ორთაბრძოლების წესებით 23 ბრძოლა ჩაატარა და 19 გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება 30 წლის ო'მალის, მან შერეული ორთაბრძოლებში 21 ბრძოლა ჩაატარა და 18 გამარჯვება მოიპოვა. ის ამჟამად UFC სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მხოლოდ ჩემპიონ დვალიშვილს ჩამორჩება.